Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რემსის კორონა ვირუსი აქვს…

იუვენტუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უელსელ ნახევარმცველს აარონ რემსის კორონა ვირუსი აქვს და იზოლაციაში იმყოფება.

როგორც რამდენიმე დღის წინ მაქს ალეგრიმ დაადასტურა, რემსი იუვენტუსის გეგმებში აღარ შედის და ტურინელები ფეხბურთელის გასხვისებას ცდილობენ, თუმცა კორონა ვირუსმა შესაძლოა პროცესი შეაფერხოს.

რემსის, რომელსაც იუვენტუსთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და ის წლიურად გასამრჯელოს სახით 7 მილიონს იღებს, ნიუკასლს, ასტონ ვილას და კრისტალ პალასს უკავშირებენ.