Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რემსის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

იუვენტუსის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა აარონ რემსის ტრავმასთან დაკავშირებით სასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა.

უელსელმა ფეხბურთელმა ნაკრებში თამაშის დროს ტრავმა მიიღო და იყო საშიშროება, რომ მას კუნთის დაზიანება ჰქონდა, თუმცა მისი ტრავმა სერიოზული არ გამოდგა.

ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:

„დღევანდელმა სამედიცინო ტესტმა აჩვენა, რომ აარონ რემსის კუნთზე არანაირი პრობლემა არ აქვს. მას კიდევ რამდენიმე დღე დავაკვირდებით და არ არის გამორიცხული, რომ რემსიმ კროტონესთან მატჩში მონაწილეობა მიიღოს.“