Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რემსის უარი ნიუკასლს

ბოლო საათებში ნიუკასლი იუვენტუსის ნახევარმცველის, აარონ რემსის ტრანსფერზე გააქტიურდა, თუმცა უელსელი ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში დაბრუნებას არ აპირებს და იუვენტუსში დარჩენა უნდა.

29 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში იუვეს მაისურით მხოლოდ 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლის გატანა მოახერხა. ჯერჯერობით უცნობია, შედის თუ არა რემსი ანდრეა პირლოს გეგმებში, თუმცა ასეა თუ ისე, იუვეს რომც მოუნდეს, მისი მოშორება მაღალი ხელფასიდან გამომდინარე ძალიან გაუჭირდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.