Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რემსი იუვენტუსიდან წასვლას არ აპირებს

აარონ რემსიმ იუვენტუსის რიგებში კიდევ ერთი წარუმატებელი სეზონი ჩაატარა, თუმცა უელსელი ფეხბურთელი ბიანკონერის დატოვებას არ აპირებს და ამ თემაზე მან Sky Sport-თან საუბრისას ისაუბრა.

„ბოლო 2 სეზონი ჩემთვის ძალიან რთული იყო. ამ პერიოდის განმავლობაში მე რამდენიმე მცირე ტრავმა მივიღე, რის გამოც საერთო ჯამში ფორმის აღდგენა ვერ მოვახერხე და სტაბილურად თამაშის საშუალება არ მომეცა.

„შემდეგ კი კორონა ვირუსის პანდემია დაიწყო, რამაც ყველაფერი უფრო გაართულა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მე ტურინში დავბრუნდები, მე იუვენტუსის ფეხბურთელი ვარ და იმედი მაქვს, რომ მომდევნო სეზონში ჩემი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მომეცემა.“