Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რემსი იუვეს სატრანსფერო გეგმებს რევს…

იუვენტუსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს, თუმცა ამისთვის პირველ რიგშ იგუნდს ისეთი ფეხბურთელების გაშვება მოუწევს, რომლებიც ალეგრის გეგმებში არ შედიან.

წამსვლელთა სიაში მოწინავე პოზიციაზე აარონ რემსი იმყოფება, რომელმაც მიმდინარე სეზონში მოედანზე ყველა ჩემპიონატზე 112 წუთი გაატარა, თუმცა როგორც ჩანს უელსელ ფეხბურთელს ტურინში არსებული სიტუაცია აკმაყოფილებს და ის გუნდის შეცვლა არ აპირებს.

იტალიური წყაროების ინფორამციით, რემსიმ ტურინში ის ვილა იქირავა, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუ ცხოვრობდა. რემსის ვილაში ცხოვრება თვეში 60,000 ევრო უჯდება, ამ თანხას კი მისი მოედანზე გატარებული დროის მიხედვით 3 წუთში გამოიმუშავებს…