Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რემსი:“ ორი წარუმატებელი წელი იუვენტუსში…“

აარონ რემსიმ აღიარა, რომ მისთვის ტრავმების გამო იუვენტუსში გატარებული პერიოდი არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა.

30 წლის ფეხბურთელი იუვენტუსს 2019 წელს თავისუფალი აგენტით შეუერთდა, თუმცა მას ტრავმები არსენალიდან იუვენტუსშიც გადმოყვა და თავისი პოტენციალის გამოვლენა ვერც ტურინულ გრანდში მოახერხა.

რემსის კონტრაქტი იუვესთან 2023 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა მისი გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ ხმები არ წყდება.

„ეს 2 წელი ჩემთვის საკმაოდ რთული გამოდგა, რადგან მიკრო ტრავმების გამო ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოვავლინე.

„იუვენტუსში ტრავმით მოვედი, რამაც ჩემი ადაპტაცია გაახანგრძლივა, შემდეგ კი, როდესაც ფორმა ასე თუ ისე დავიბრუნე, პანდემია დაიწყო და ყველაფრის ახლიდან დაწყება მომიწია.

„სამწუხაროდ სტაბილურად თამაშის საშუალება ტრავმების გამო არ მეძლეოდა, რამაც როგორც გუნდში, ასევე ნაკრებში თამაშისგან ხელი შემიშალა.

„ვგრძნობ, რომ კარიერაში წინ კიდევ ბევრი სეზონი მაქვს, მე უბრალოდ მწყობრში ჩადგომა და სტაბილურობა მჭირდება, რასაც აუცილებლად დავიბრუნებ.“