Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რემსი:“ პირლოს ხელმძღვანელობით თამაშისგან მეტ სიამოვნებას ვიღებთ“

აარონ რემსიმ აღიარა, რომ გუნდი ვარჯიშის და თამაშის დროს ახლა უფრო მეტ სიამოვნებას იღებს, ვიდრე მაურიციო სარის გუნდში ყოფნისას.

პირლომ სამწვრთნელო კარიერა სამპდორიას დამარცხებით დაიწყო, სადაც რემსიმ საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში და მის ტურინულ კარიერაში პირველად, სრული 90 წუთი ითამაშა.

„ჩვენ ახალი მწვრთნელი გვყავს, ახალი სტაფით და ახალი იდეებით, რაც ფეხბურთელებს ძალიან მოგვწონს. ვფიქრობ, ახლა უფრო უკეთეს დროს ვატარებთ და მეტ სიამოვნებას ვიღებთ, ვიდრე გასულ წელს.

„სამწვრთნელო სესიები ძალიან რთული, თუმცა ამავდროულად ძალიან სასიამოვნოა. კარგად დავიწყეთ, თუმცა გაუმჯობესება კიდევ შეგვიძლია და ამისთვის ბევრი მუშაობა მოგვიწევს.

„იუვენტუსში ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი ირიცხება და ჩვენ შეგვწევს ძალა, რომ ყველა ფრონტზე გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. მიხარია, რომ ასეთი დონის ფეხბურთელების გვერდით მიწევს თამაში.

„ვინ იქნება ჩვენი მთავარი კონკურენტი იტალიაში ? ალბათ ინტერი, მათ უმაღლესი დონის ფეხბურთელები დაიმატეს, ზედიზედ მე-10 სკუდეტოს მოგება გაგვიჭირდება, თუმცა ჩვენ მზად ვართ.“