Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რემსი პრემიერ ლიგაში ბრუდნება ?

რამდენიმე საათის წინ მოგახსენეთ, რომ იუვენტუსიდან აარონ რემსის გაფორმებით ტოტენჰემი ინტერესდებოდა, თუმცა როგორც ჩანს ლონდონელების გარდა უელსელი ფეხბურთელის დამატებით კიდევ ერთი ინგლისური გუნდი ვულვზი ინტერესდება.

რემსი იუვენტუსს არსენალიდან 2 წლის წინ, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, თუმცა მან მოლოდინების გამართლება ვერ მოახერხა და ის მაქს ალეგრის გეგმებში აღარ შედის, მისი ხელფასი – 7.5 მილიონი ევრო კი გუნდს მძიმე ტვირთად აწევს და ფეხბურთელის გასხვისების წინააღმდეგი არ არიან.

ესპანური გამოცემა Diario Sport-ის ინფორმაციით, გუნდებს შორის მოლაპარაკებები უვკე მიმდინარეობს და სავარაუდოდ რემსი პერმიერ ლიგაში დაბრუდნება, იუვე კი მის სანაცვლოდ ბარსელონადან მირალემ პიანიჩის დამატებას აპირებს.