Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რემსი ტრავმირებულია

იუვენტუსის ნახევარმცველი აარონ რემსი ტრავმირებულია და მან უელსის ნაკრებს მომავალ მატჩში ვერ დაეხმარება.

უელსის ფეხბურთის ასოციაციამ დაადასტურა, რომ 29 წლის ფეხბურთელი ტრავმირებულია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის დაზიანებაზეა საუბარი და მოახერხებს თუ არა სერია ა-ს მომდევნო ტურში იუვეს დახმარებას.