Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რემსი ხელფასის შემცირებას არ აპირებს

იუვენტუსი აარონ რემსის გაყიდვას ცდილობს და მისი მსურველების ძიებას განაგრძობს, თუმცა როგორც ჩანს უელსელი ფეხბურთელის გაყიდვა და მისი ხელფასის მოშორება მარტივი არ იქნება.

TuttoJuve-ს ინფორმაციით, აარონ რემსი იუვენტუსს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ მისი გაფორმების სურვილი რომელიმე ამბიციურმა გუნდმა გამოთქვა და რაც მთავარია, უელსელი ნახევარმცველი, რომელიც იუვენტუსში სეზონში 6.5 მილიონ ევროს იღებს, ხელფასის შემცირებაზე თანახმა არ არის, რაც მისი იუვენტუსიდან წასვლას ფაქტობრივად გამორიცხულს ხდის…