Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რენატო სანჩესი:“ მილანი დიდი და ისტორიული გუნდია, რომელიც ძალიან მომწონს…“

ლილის ნახევარმცველმა რენატო სანჩესმა, რომელსაც ბოლო პერიოდში მილანს აქტიურად უკავშირებენ, როსონერის მხრიდან ინტერესი დაადასტურა.

„შესაძლოა მილანი და არსენალი ჩემით ინტერესდებიან, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცი, როგორ განვითარდება ჩემი კარიერა.

„მილანი დიდებული გუნდია, რომელსაც წარმოუდგენელი ისტორია აქვს და მე ისინი ძალიან მომწონს.

„მე ჩემს აგენტს ვესაუბრე და ვიცი, რომელი გუნდები გამოხატავენ ჩემს მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს, მაგრამ მეტს ახლა ვერაფერს გეტყვით, თუმცა მე ავიცი, რომ ახალი გამოწვევებისთვის მზად ვარ და თუ შესაბამისი წინადადება გამოჩნდება, მე ჩემი კარიერისთვის საუკეთესოს ავირჩევ.

„როდესაც მე ბაიერნში მივედი სათამაშოდ, ასეთი დიდი გუნდისთვის მზად არ ვიყავი, დღეს კი ყველაფერი სხვანაირად არის.“

ლილი სანჩესის სანაცვლოდ, რომელსაც მილანი კესის შემცვლელად მოიაზრებს, დაახლოებით 30 მილიონს ითხოვს.