Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რენის ინტერესი გოდინის მიმართ იტალიურმა პრესამაც დაადასტურა

გუშინ მოგახსენეთ, რომ ფრანგული რენი დიეგო გოდინის ტრანსფერით ინტერესდებოდა, რაც დღეს Gazzetta dello Sport-მაც დაადასტურა.

რენი მომავალ სეზონში, არსებობის ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს და გუნდი ევროპულ ტურნირებზე გამოცდილ ფეხბურთელს ეძებს. ჯერჯერობით ტრანსფერს ორი რამ უშლის ხელს, პირველი – გოდინის მაღალი ხელფასია, მეორე კი 34 წლის ფეხბურთელის სურვილი…

გამოცემის ინფორმაციით, დიეგო გოდინი თავის თანამემამულეს – ედინსონ კავანის გუშინ ტელეფონზე ესაუბრა და საფრანგეთის ჩემპიონატის შესახებ გარკვეული კითხვები დაუსვა.

Leave a Reply

Your email address will not be published.