Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რიბერი სალერნიტანას უახლოვდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ბაიერნის და ფიორენტინას ყოფილი ვინგერი ფრანკ რიბერი სერია ა-ში ახლახანს დაწინაურებულ სალერნიტანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ვეტერან ფეხბურთელს ფლორენციელებთან კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა, თუმცა ის კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს და ახალი გუნდის ძიებაშია.

მართალია სერია ა-ში სატრანსფერო ფანჯარა დასრულდა, თუმცა გუნდებს თავისუფალი აგენტების გაფორმება ჯერ კიდევ შეუძლიათ და 38 წლის ფეხბურთელი სავარაუდოდ სალერნიტანას ფეხბურთელი გახდება.