Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რივერ პლეიტის პრეზიდენტი:“ ალვარესი იუვენტუსში ?…“

რივერ პლეიტის პრეზიდენტმა როდოლფო დ’ონოფრიომ არგენტინელი ტალანტის ხულიან ალვარესის იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერის თაობაზე ხმები უარყო.

„ალვარესის იუვენტუსში ტრანსფერი ? საქმე ძალიან მარტივად არის, ჩვენ მათთან ალვარესის თაობაზე არანაირი მოლაპარაკებები არ გვქონია. მედიაში ბევრი რამ დაიწერა, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ იტალიელებს ჩვენთვის არანაირი წინადადებით არ მოუმართავთ, თუმცა გასაკვირი არ არის, რომ ალვარესის მიმართ ინტერესი ევროპულ გრანდებში იზრდება.“

შეგახსენებთ, რომ ალვარესს სხვა ევროპულ გრანდებთან ერთად იუვენტუსს, ინტერს და მილანს უკავშირებენ. მის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 25 მილიონია მითითებული.