Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რივერ პლეიტის პრეზიდენტმა მილანის, ინტერის და იუვეს სამიზნეზე ისაუბრა

ხულიან ალვარესის სახელმა ბოლო პერიოდში იტალიურ მედიაში არაერთ გრანდს დაუკავშირეს. უნიჭიერესი არგენტინელი ფორვარდის გაფორმებით იუვენტუსი, მილანი და ინტერი ინტერესდებიან, თუმცა მათ კონკურენციას რამდენიმე ევროპული გრანდი უწევს

ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით რივერ პლეიტის ვიცე-პრეზიდენტმა ჟორჟე ბრიტომ ისაუბრა.

„ჩვენ გვწამს, რომ ხულიანს რივერ პლეიტისთვის კიდევ ბევრის მიცემა შეუძლია. ჩვენ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება გვსურს, თუმცა ამავდროულად ვიცით, რომ მსოფლიოს მასშტაბით მისი გაფორმების მსურველთა რიცხვი იზდედება.

„ჩვენ ჯერჯერობით ოფიციალური წინადადება არ მიგვიღია, თუმცა მის კონტრაქტში არსებობს გამოსასყიდი პუნქტი, რომლის თავიდან არიდება შეუძლებელია.“

შეგახსენებთ, რომ ალვარესის გამოსყიდვა ნებისმიერ დაინტერესებულ გუნდს 25 მილიონის სანაცვლოდ შეუძლია.