Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რიკარდო ფერი:“ ასეთი კარგი ინტერი არასოდეს მინახავს“

ინტერის ყოფილი უკანახაზელის რიკარდო ფერის თქმით, მას ასეთი ლამაზი ნერაძური არასოდეს უნახავს და სიმონე ინძაგის გუნდი შარშნადელზე უფრო სრულყოფილია.

„მას შემდეგ, რაც მე ფეხბურთის თამაში დავიწყე, ასეთი ძლიერი ინტერი არ მახსოვს. გუნდი შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს, თუმცა რაც ყველაზე მნიშნელოვანია, ისინი ძალიან კარგ შედეგს დებენ და ნერაძური ორგანიზებულობას არასოდეს კარგავს.

„ვფიქრობ, რომ დღევანდელი ინტერი ანტონიო კონტეს გუნდსაც კი სჯობს. მიმდინარე სეზონში ნერაძური მეტოქეებზე ერთი თავით მაღლა დგას და შემთხვევითობა არ არის, რომ ისინი ცხრილის სათავეში იმყოფებიან.“