Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რობაკი:“ მილანის გამო უარი არსენალს ვუთხარი“

მილანის ახალმა შენაძენმა, ემილ რობაკმა როსონერიში გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

17 წლის ფეხბურთელი მილანმა ჰამარბიდან შეიძინა, რომლის აქციების მნიშვნელოვანი ნაწილი ზლატან იბრაჰიმოვიჩს ეკუთვნის. დიავოლომ ახალგაზრდა ცენტრალური თავდამსხმელის სანაცვლოდ 1.5 მილიონი ევრო გადაიხადა.

„ინგლისში გადასასვლელად ვემზადებოდი, არსენალი ჩემი ტრანსფერით დიდი ხანი ინტერესდებოდა და თითქმის ყველაფერი მზად იყო, მათ გარდა ჩემი შეძენა ბაიერნსაც სურდა, თუმცა მე ჩემი გულის კარნახს მოვუსმინე და მილანში გადმოვედი.

„იტალიაში ჩამოსვლის დღიდან, ყველაფერი შესანიშნავად მიდის. ზლატანს უკვე ვესაუბრე და მან საჭირო რჩევები მომცა. მან მითხრა, რომ თავიდან ძალიან გამიჭირდება, თუმცა არ უნდა დავნებდე და ყველაფერი კარგად იქნება.

„გუნდთან ერთად პირველად 1 სექტემბერს ვივარჯიშე, თუმცა არანაირი დაბნეულობის გრძნობა არ მქონია, როგორც ყოველთვის, ჩემს თავში დარწმუნებული ვიყავი. გუნდმა ჩემს ტრანსფერში საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა და ახლა იმის ფიქრის დრო არ მაქვს, რომ ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშის საშუალება მაქვს, მე განვითარებაზე უნდა ვიფიქრო.

„ვარჯიშის დასრულების შემდეგ, პიოლიმ მითხრა, რომ ყველაფერი კარგად გავაკეთე, რაც ძალიან მესიამოვნა.“

რობაკმა მილანის მაისურით ამხანაგურ მატჩში ნოვარას წინააღმდეგ მონაწილეობა უკვე მიიღო.

„ზოგადად შეხვედრის წინ არ ვნერვიულობ, თუმცა ეს გამონაკლისი იყო. ზლატანმა მითხრა, რომ ჩემი შესაძლებლობები მეჩვენებინა და ერთი ერთზე კაცის მოტყუება მეცადა და მე ეს გავაკეთე.

„სიმართლე რომ გითხრათ, იბრაჰიმოვიჩი ჩემი კუმირია და ფაქტი, რომ მასთან ერთად ერთ გუნდში თამაში მიწევს, უბრალოდ დაუჯერებელია. იმედი მაქვს, რომ მისგან ბევრ რამეს ვისწავლი.“

Leave a Reply

Your email address will not be published.