Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რობერტო მანჩინის კორონა ვირუსი აქვს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სკუადრა აძურას მთავარ მწვრთნელს, რობერტო მანჩინის კორონა ვირუსი აქვს.

ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:

„პროტოკოლით გათვალისწინებული ტესტირებების შედეგად დადგინდა, რომ იტალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, რობერტო მანჩინის კორონა ვირუსი აქვს. ის სრულიად უსიმპტომოა, თავს კარგად გრძნობს და იზოლაციაში იმყოფება.“