Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რობინიო:“ იბრასთან ერთად თამაში დიდი პატივი იყო“

რობინიომ მილანში თამაშის პერიოდი გაიხსენა და ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ისაუბრა.

„მილანში შესანიშნავი დრო მაქვს გატარებული. იბრასთან ერთად თამაში ძალიან დიდი პატივი იყო და სიმართლე რომ გითხრათ, საერთოდ არ მიკვირს ფაქტი, რომ ის თითქმის 40 წლის ასაკშიც კი უმაღლეს დონეზე ახერხებს თამაშს.

„მინდა მას და როსონერის თითოეულ გულშემატკივარს წარმატება ვუსურვო, მე მათ არასოდეს დავივიწყებ. ყოველთვის, Forza Milan!”