Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რობინიო:“ იბრაჰიმოვიჩის კარგი თამაში არ მიკვირს“

რობინიოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზლატანი უკვე 39 წლის არის, მისი კარგი თამაში გასაკვირი არ არის.

რობინიო მილანში 2010 წელს, მაქს ალეგრის გუნდში თამაშობდა და სადებიუტო სეზონში სკუდეტოს მოგებაც მოახერხა.

„მილანში შესანიშნავი პერიოდი გავატარე, 30 გოლის გატანა მოვახერხე და გუნდს სკუდეტოს და იტალიის თასის მოგებაში დავეხმარე.

„ის მართლაც უძლიერესი მილანი იყო და ბედნიერი ვარ, რომ როსონერის მაისურით თამაში იმ პერიოდში მეც მომიწია.

„პატო, გატუზო, ზეედორფი, პირლო, რონალდინიო, სილვა, ინძაგი, კაკა, იბრაჰიმოვიჩი… გუნდში უამრავი ჩემპიონი იყო.“

„იბრა ? მისი შესანიშნავი თამაში საერთოდ არ მაკვირვებს. ის ყოველთვის უმაღლესი დონის პროფესიონალი იყო და ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა.

„თითოეულ ვარჯიშზე ის ასი პროცენტით იხარჯება, რაც გუნდს დამატებით მოტივაციას აძლევს. ჩემთვის მის გვერდით თამაში დიდი პატივი იყო და ნამდვილად არ მიკვირს, რომ თითქმის 40 წლის ასაკში ის ფენომენალურად თამაშს აგრძელებს.“