Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

როგორ გადანაწილდა სერია ა-ს საპრიზო ფონდი…

Calcioefinanza-ს ინფორამციით, 2020-21 წლების სერია ა-ს საპრიზო ფონდი დაახლოებით 1.1 მილიარდი ევრო გახლდათ.

ამ თანხიდან ნახევარი სერია ა-ს მონაწილე 20 გუნდზე თანაბრად გადანაწილდება, 20 პროცენტი გუნდებს ქომაგების რაოდენობის მიხედვით, დარჩენილი 30 კი მათი შედეგების მიხედვით გადანაწილდება.

აღნიშნულ თანხებს ევროპულ ტურნირებზე გასული გუნდებისთვის UEFA-ს მხრიდან გამოყოფილი საპრიზო თანხაც დაემატება, სერია ა-ს გუნდები კი პოზიციების მიხედვით თანხებს ასე გადაინაწილებენ:

  1. €23,4m
  2. €19,4m
  3. €16,8m
  4. €14,2m
  5. €12,5m
  6. €10,9m
  7. €9,3m
  8. €8,3m
  9. €7,4m
  10. €6,3m
  11. €5,5m
  12. €5m
  13. €4,6m
  14. €4,1m
  15. €3,6m
  16. €3,2m
  17. €2,8m
  18. €2,2m
  19. €1,6m
  20. €0,9m