Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

როდის გაიმართება იუვენტუსი – ნაპოლი ?

რამდენიმე ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, იუვენტუსი – ნაპოლის მატჩი მაისში გაიმართება.

როგორც უკვე გაცნობეთ, CONI-მ ნაპოლის მოთხოვნა, რომ იუვენტუსს ტექნიკური გამარჯვება გაუქმებოდა და მატჩი ხელახლა ჩატარებულიყო, დაუკმაყოფილა.

Gazzetta dello Sport-ის, Cirriere della Sera-ს და სხვა რამდენიმე გავლენიანი გამოცემის მტკიცებით, მატჩი იუვენტუსსა და ნაპოლის შორის Allianz Stadium-ზე მაისში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გუნდები 20 იანვარს Supercup-ის ფინალშიც დაუპირისპირდებიან.