Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

როდრიგესის შემდეგ,ჯამპაოლოს მილანის კიდევ ერთი ფეხბურთელი სურს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით,ტორინო მილანის კიდევ ერთი ფეხბურთელის, რადე კრუნიჩის გაფორმებას შეეცდება.

კრუნიჩი დიავოლოს გასულ ზაფხულს შეუერთდა, თუმცა ხშირი ტრავმების და ცუდი ფორმის გამო ბევრი სათამაშო დრო არ ეძლეოდა და გუნდში მისვლიდან ერთი წლის შემდეგ, ბოსნიელი ფეხბურთელი გუნდს დიდი ალბათობით დატოვებს.

ჯამპაოლოს მოთხოვნით, რომელიც ტორინოს მთავარი მწვრთნელი სულ რამდენიმე დღის წინ გახდა, ტურინელებმა მილანიდან რიკარდო როდრიგესის ტრანსფერის შეთანხმება უკვე მოასწრეს და ახლა იტალიელი სპეციალისტი როსონერის კიდევ ერთ ფეხბურთელს უმიზნებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.