Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

როკი:“ სერია ა-ში საუბარი მსაჯებსა და VAR-ს შორის საჯარო გახდება“

სერია ა-ს სამსაჯო კორპუსის თავკაცმა ჯანლუკა როკიმ საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილება დააანონსა.

„ძალიან მალე საუბარი მთავარ არბიტრსა და VAR-ის წარმომადგენლებს შორის საჯარო გახდება და მისი მოსმენა ყველას შეეძლება. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს.

„ეს იქნება ინოვაცია, ფორმულა 1-ის მსგავსად, როდესაც პილოტი თავის ინჟინერს ესაუბრება.“