Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომამ ახალი სპორტული დირექტორი იპოვა

იტალიური მედიის ინფორმაციით, რომამ მაიკლ ემენალოსთან კონტრაქტი შეათანხმა და ჩელსიში და მონაკოში ნამუშევარი ნიგერიელი ძალიან მალე ჯალოროსის სპორტული დირექტორი გახდება.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ემენალომ რომას თანხმობა უკვე განუცხადა და ის ჯალოროსის ხელმძღვანელობის საბოლოო დასტურს ელოდება, რომ იტალიის დედაქალაქში ჩაფრინდეს და კონტრაქტი გააფორმოს.

ამასობაში კი რომას ყოფილი სპორტული დირექტორი, ჯანლუკა პეტრაჩი რომას სასამართლოში უჩივის და 5 მილიონს ითხოვს, რადგან მისი აზრით, გუნდმა ის სრულიად უსაფუძვლოდ დაითხოვა.