რომამ ბორნმუთის წინადადება მიიღო, ძანიოლო მილანის მოლოდინშია…
იტალიური მედიის ცნობით, რომამ ნიკოლო ძანიოლოს თაობაზე ბორნმუთის წინადადება მიიღო და ტრანსფერს ფეხბურთელის თანხმობაღა აფერხებს.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ინგლისელები ნიკოლოს სანაცვლოდ რომას 30 მილიონ ევროს, ბონუსებს და მომავალში მისი გაყიდვის შემთხვევაში მიღებული თანხის 10 პროცენტს სთავაზობენ, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით კი ეს წინადადება ჯალოროსის სრულად აკმაყოფილებს.
წყაროს ცნობით, ერთადერთი შეფერხება ახლა ნიკოლო ძანიოლოა, რომელსაც იტალიაში დარჩენა და მილანში გადასვლა სურს, ამიტომ ყველაფერი მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.