რომამ და არსენალმა მხითარიანის მომავალზე შეთანხმებას მიაღწიეს

ჰენრიხ მხითარიანი,რომელიც არსენალის საკუთრებაშია და რომაში იჯარის წესით თამაშობს,დედაქალაქურ გუნდში იჯარით კიდევ ერთი სეზონი დარჩება.

სომეხ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო ბევრი გაუცდა,თუმცა 15 შეხვედრის გამართვა მაინც მოასწრო,სადაც 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

აქედან გამომდინარე,რომა მის დატოვებაზე უკვე რამდნეიმე კვირაა მუშაობს და როგორც იქნა საწადელს მიაღწია.


„რომაში დარჩენა ძალიან მახარებს.აქ ბედნიერი ვარ და მინდა რომასთან ერთად უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლო.“ განაცხადა მხითარიანმა.

Leave a Reply

Your email address will not be published.