Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომამ და მარსელმა ორმაგი ტრანსფერი განახორციელეს

ჩენგის უნდერი ცოტა ხნის წინ მარსელში ჩაფრინდა, სადაც ადგილობრივ ოლიმპიკთან კონტრაქტს გააფორმებს და მას ძალიან მალე რომას კიდევ ერთი ფეხბურთელი პაუ ლოპესი შეუერთდება.

ორივე ფეხბურთელი მარსელს იჯარის წესით შეუერთდება. პაუ ლოპესის გამოსყიდვის საშუალება ფრანგებს 15 მილიონის სანაცვლოდ შეეძლებათ და ეს პუნქტი სავალდებულო გახდება, თუ ის გუნდის მაისურით 20 მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

უნდერთან მიმართებაში კი მარსელს მისი გამოსყიდვა 8 მილიონად შეეძლება, შემდგომში თურქი ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში კი რომა 20 პროცენტს მიიღებს.