Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომამ დიეგო ლორენტეს ტრანსფერი შეათანხმა

რომა და ლიდსი დიეგო ლორენტეს ტრანსფერის თაობაზე საბოლოოდ შეთანხმდნენ.

29 წლის ფეხბურთელი ჯალოროსის რიგებში მატიას ვინას შეცვლის, რომელიც თავის მხრივ ბორნმუთის რიგებს შეუერთდება.

რომა ესპანელ მცველს 6-თვიანი იჯარით გაიფორმებს, მისი შემდგომში 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის შესაძლებლობით.