რომამ დირექტორი პეტრაჩი საქმეებს ჩამოაშორა
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით,რომამ ჯანლუკა პეტრაჩი საქმეებს ჩამოაშორა და სულ მალე საერთოდ გაათავისუფლებს.ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რომას პრეზიდენტს,ჯიმ პალოტასა და პეტრაჩის შორის ურთიერთობა დაიძაბა და მხარეები ერთმანეთს სასამართლოთიც კი დაემუქრნენ.
პეტრაჩი რომაში ტორინოდან ერთი წლის წინ მივიდა სამუშაოდ,თუმცა ურთიერთობა მასსა და პრეზიდენტს შორის კარგად თავიდანვე არ აეწყო.დიდი ალბათობით,პეტრაჩის პოსტს დე სანქტისი ჩაიბარებს,რომელიც ამჟამად გუნდის დირექტორატის წევრია.