Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომამ ინტერის და იუვეს სამიზნეს ფასი დაადო

ალესანდრო ფლორენცი, რომელმაც გასული სეზონი იჯარის წესით პსჟ-ში გაატარა და რომას რიგებს დაუბრუნდა, არც ჟოზე მოურინიოს გეგმებში შედის და ესპანური გამოცემა Todofichajes-ის ინფორმაციით, ჯალოროსიმ მსურველებს იტალიელი უკანახაზელის ფასი შეუთვალა.

წყაროს ცნობით, რომა მზად არის 30 წლის მარჯვენა მცველი, რომელსაც იუვენტუსს და ინტერს აქტიურად უკავშირებენ, 9 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისოს.