Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომამ კუმბულას ტრანსფერი შეათანხმა

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, რომამ და ვერონამ მარაშ კუმბულას ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ჯალოროსი 20 წლის ალბანელ ფეხბურთელს იჯარით აიყვანს, შემდგომში კი მისი გამოსყიდვის ვალდებულება 30 მილიონ ევროდ დაეკისრება.

რომა კუმბულას წარმომადგენლებს დღეს საღამოს შეხვდება და ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალებს შეათანხმებს, რის შემდეგაც ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას რომში გაივლის და ჯალოროსის წევრი გახდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.