Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომამ ლოპესი 3 თვით დაკარგა…

რომას კარის დარაჯს პაუ ლოპესს მხარზე ოპერაციის გაკეთება სჭირდება და ის ჯალოროსის 3 თვე ვერ დაეხმარება.

ლოპესმა ტრავმა მანჩესტერთან მატჩის დროს მიიღო, როდესაც პოლ პოგბას დარტყმული ბურთი მოიგერია. ესპანელი ფეხბურთელი ოპერაციას შაბათს გაიკეთებს და სარეაბილიტაციო პროცედურა მინიმუმ 3 თვე გაგრძელდება.

მისი ტრავმა რომასთვის ორმაგად ცუდი სიახლეა, რადგან იმის გარდა, რომ ის გუნდს ვეღარ დაეხმარება, ჯალოროსი სეზონის ბოლოს მის გაყიდვას გეგმავდა, რასაც ტრავმის გამო ვეღარ მოახერხებს.