Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომამ მანჩინისთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა

რომა უკვე რამდენიმე კვირაა, გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან ჯანლუკა მანჩინისთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და როგორც ჩანს, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

მანჩინის მიმდინარე კონტრაქტი რომასთან 2024 წლის ზაფხულში ეწურება, Corriere dello Sport-ის ცნობით კი ის ახალი ხელშეკრულების მიხედვით ჯალოროსის ღირსებას 2026 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

25 წლის ცენტრალური მცველის ხელფასი 3 მილიონ ევრომდე გაიზრდება, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.