Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომამ მანჩინისთან მოლაპარაკებები წამოიწყო

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლორენცო პელეგრინის შემდეგ რომას კონტრაქტის გახანგრძლივება ჯანლუკა მანჩინისთან სურს და ფეხბურთელთან მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო.

მანჩინის მიმდინარე კონტრაქტი რომასთან 2024 წლის ზაფხულში ეწურება და მგლებს 25 წლის ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივება კიდევ 2 წლით სურთ.

მანჩინი ამჟამინდელი კონტრაქტის მიხედვით წლიურად გასამრჯელოს სახით 2 მილიონს იღებს და დიდი ალბათობით რომა მას ხელფასს კიდევ 1 მილიონით გაუზრდის.