Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომამ მოურინიოსთან ერთა პირველ მატჩში 10 – 0 იმარჯვა

დღეს რომამ ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და ჯალოროსიმ მონტეკატინი 10 – 0 დაამარცხა.

აღსანიშნავი ბორხა მაიორალის ჰეტ-ტრიკი გახლდათ, თუმცა ყველაზე სასიამოვნო ნიკოლო ძანიოლოს მოედანზე ხილვა იყო, რომელმაც ურთულესი ტრავმის შემდეგ პირველი შეხვედრა ჩაატარა და გოლის გატანაც მოახერხა. მას შეხვედრის მეორე ტაიმში კაპიტნის სამკლაურიც ეკეთა.