Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომამ სპინაცოლას შემცვლელს მიაგნო

რომა ტრავმირებული ლეონარდო სპინაცოლას შემცვლელის ძიებას განაგრძობს, რომელიც აქილევსის მყესის ოპერაციის შემდეგ მოედანს მინიმუმ 8 თვე ჩამოშორდა და რამდენიმე წყაროს ცნობით, ჯალოროსის პრიორიტეტული სამიზნე პალმეირასის 23 წლის მარცხენა მცველი მატიას ვინა გახლავთ.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, რომამ ურუგვაელი ფეხბურთელის სანაცვლოდ პალმეირასს 12.5 მილიონი ევრო უკვე შესთავაზა, თუმცა პალმეირასი 5 მილიონი ევროს დამატებას ითხოვს და სავარაუდოდ მხარეები კონტრაქტში ბონუსების სისტემის ჩანერგვის შემდეგ შეთანხმდებიან.