Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომამ ტორინოს ბელოტის სანაცვლოდ გაუ,ჯოესებული წინადადებით მიმართა

რომა ტორინოს კაპიტნის ანდრეა ბელოტის ტრანსფერზე კიდევ უფრო გააქტიურდა და ტურინელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო შესთავაზა.

რამდენიმე დღის წინ ჯალოროსი იტალიელი ფორვარდის სანაცვლოდ 15 მილიონს იხდიდა, თუმცა ტოროს ბელოტის გაშვებით მინიმუმ 30 მილიონი ევროს გაომუშავება სურს.

ბელოტის კონტრაქტი ტორინოსთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და მილანის ინტერესის კლების შემდეგ, რომა ამ ეტაპზე ერთადერთი გუნდია, რომელმაც ტოროს ოფიციალური წინადადებით მიმართა, ამიტომ შესაძლოა კაიროს ჯალოროსის წინადადებაზე დათანხმება მოუწიოს.