Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომამ ტრავმის გამო პელეგრინი დაკარგა

იტალიური მედიის ცნობით, დღევანდელი სავარჯიშო სესიის დროს რომას ფეხბურთელმა ლორენცო პელეგრინიმ ტრავმა მიიღო და გუნდთან ერთად ვარჯიშის დასრულება ვერ მოახერხა.

ჯერჯერობით რომას ოფიციალური განცხადება პელეგრინის სიტუაციასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია, თუმცა გამოცემა ANSA-ს ინფორმაციით, იტალიელმა ფეხბურთელმა კუნთის დაზიანება მიიღო.

წყაროს ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმება უახლოეს დღეებში ჩაუტარდება და ჯალოროსი ოფიციალურ განცხადებას მის მდგომარეობასთან დაკავშირებით ამის შემდეგ გააკეთებს.