Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომამ უდინეზეს მუსოს სანაცვლოდ პირველი წინადადება გაუმზადა

იტალიური მედიის ინფორამციით, რომა ინტერის და მილანის სატრანსფერო სამიზნის, უდინეზეს კარის დარაჯის ხუან მუსოს ტრანსფერზე გააქტიურდა.

26 წლის მუსოს უდინეზესთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და დიდი ალბათობით ის გუნდს ზაფხულში დატოვებს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, რომა მზად არის მის სანაცვლოდ უდინეზეს 20 მილიონი ევრო და ამადუ დიავარა შესთავაზოს.

მილანურ გუნდებს ჯერჯერობით მუსოს ტრანსფერზე კონკრეტული წინადადება არ გაუკეთებიათ. როსონერი ჯიჯო დონარუმას გადაწყვეტილების მოლოდინშია, ნერაძური კი ჰანდანოვიჩის შემცვლელს ეძებს, მაგრამ ფინანსური კრიზისის გამო ოფიციალური წინადადების გაკეთება უჭირს.