რომამ უნდერს ფასი დაადო
დედაქალაქელები თურქი ნახევარმცველის,ჩენგის უნდერის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვენ.
22 წლის ნახევარმცველი რომადან წასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია და მისი გაფორმება იუვენტუსს,ბაიერნს,ევერტონს და ლეიფციგსაც სურს.
უნდერი რომას ღირსებას 2017 წლიდან იცავს.მიმდინარე სეზონში მან 15 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა.