Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომამ ფროილერის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

რამდენიმე იტალიური გამოცემის ინფორმაციით, რომამ ატალანტას ნახევარმცველის რემო ფროილერის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო.

ჯალოროსი ზაფხულიდან მოყოლებული გუნდის ნახევარდაცვის გაძლიერებას ლამობს და Calciomercato-ს, La Repubblica-ს და სხვა წყაროების ინფორმაციით, ატალანტას შვეიცარიელი ფეხბურთელი მოურინიოს ერთ-ერთი ფავორიტი ვარიანტია.

29 წლის ნახევარმცველს ატალანტასთან მიმდინარე კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და წყაროების ცნობით, ბერგამოელები მას დაახლოებით 20-25 მილიონად აფასებენ.