Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომანიოლისთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები არც კი დაწყებულა…

Ac Milan - Cagliari Calcio Alessio Romagnoli of Ac Milan during warm up before the Serie A match between Ac Milan and Cagliari Calcio. Milano Stadio Giuseppe Meazza Italy Copyright: xMarcoxCanonierox

ფრანკ კესისთან ერთად, მილანს გადაწყვეტილების მიღება გუნდის კაპიტანის – ალესიო რომანიოლის მომავალთან დაკავშირებით მოუწევს.

იტალიელ ცენტრალურ მცველს, რომელმაც სიმონ კიაერის ტრავმის ისარგებლა, მოედანზე დაბრუნდა და საკმაოდ სოლიდური შთაბეჭდილება დატოვა, მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით მისი მომავალი გაურკვეველია.

რომანიოლის ამჟამინდელი კონტრაქტის მიხედვით, რომელმაც მან გუნდთან 2018 წელს გააფორმა, ალესიომ პირველ სეზონში 3.5 მილიონი მიიღო, შემდეგ კი მისი გასამრჯელო 6 მილიონამდე გაიზარდა და ფეხბურთელის აგენტს რაიოლას სურს, რომ რომანიოლის მინიმუმ იგივე ხელფასი დარჩეს, მილანი კი ამ თანხის გადახდას არ აპირებს.

MilanNews-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის ჯერჯერობით მოლაპარაკებები არც კი დაწყებულა და ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მისი გუნდიდან წასვლის შანსებიც იზრდება…