Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომანიოლის გამოსამშვიდობებელი წერილი მილანს

ალესიო რომანიოლი, რომელიც ლაციოს რიგებს უკვე ოფიციალურად შეუერთდა, მილანს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოემშვიდობა.

„7 წლის შემდეგ, მოვიდა დრო, რომ ჩვენ ერთმანეთს დავემშვიდობოთ. თქვენ მე მიმიღეთ როგორც პატარა ბიჭი და მე თქვენ გტოვებთ როგორც კაცი. მილანი ჩემთვის პირველივე წუთიდან მეორე ოჯახი გახდა და ამ წლების განმავლობაში ყოველთვის ასე იყო.

„ჩვენ ერთად რთული პერიოდი გამოვიარეთ, მაგრამ შემდეგ რაღაც განსაკუთრებულს მივაღწიეთ, რომელიც სრულიად დამსახურებული იყო.

„მინდა ყველას, ვინც Casa Milan-ში და განსაკუთრებით Milanello-ზე მუშაობენ, უდიდესი მადლობა გადაგიდახოთ. ადამიანებს, რომლებთანაც შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს. მინდა თითოეულ თანაგუნდელს, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩემს გვერდით იბრძოდა, დირექტორებს, მწვრთნელებს და სტაფის წევრებს, უდდიესი მადლობა გადაგიხადოთ.

„განსაკუთრებული მადლობა ადრიანო გალიანისა და მწვრთნელ მიჰაილოვიჩს, რომლებმაც მე მილანში მიმიყვანეს, მადლობა გატუზოს, რომელმაც არა მხოლოდ მილანის კაპიტნის სამკლაური მიბოძა, არამედ ის როსონერის რიგებში კარიერის დროს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო.

„საბოლოოდ, მინდა თქვენ, ქომაგებს, თქვენი წარმოუდგენელი და უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაგიხადოთ.

„ახლა დროა, რომ ჩვენ ერთმანეთს დავემშვიდობოთ, მაგრამ ერთად გატარებული პერიოდი ყოველთვის ჩემს გულში იქნება.

„იმედი მაქვს, რომ თქვენს გულში მეც მოვიპოვე ჩემი მცირე ადგილი როგორც ფეხბურთელმა და როგორც ადამიანმა. გეხვევით, ჩვენ ერთმანეთს მალე შევხვდებით, როგორც ოპონენტები.“