Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომანიოლის ლაციოში თამაში სურს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანის კაპიტანს ალესიო რომანიოლის კარიერის გაგრძელება ლაციოში სურს.

რომანიოლის მილანთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან. ფინანსური უთანხმოების გარდა, ალესიო სათამაშო დროის ნაკლებობით არის უკმაყოფილო, რადგან სტეფანო პიოლი მასზე წინ ტომორი-კიაერის დუეტს აყენებს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მილანმა ფეხბურთელის აგენტთან მინო რაიოლასთან ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება მოახერხოს.

რომანიოლი ბავშვობიდან არწივების ქომაგი გახლავთ და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში მისი სახელი ბიანკოჩელესტის არაერთხელ დაუკავშირეს.

La Repubblica-ს ცნობით, რომანიოლის იმედი აქვს, რომ მილანი არც თუ ისე დიდი თანხის სანაცვლოდ მას იანვარში არწივების რიგებში გადასვლის საშუალებას მისცემს…