რომანიოლის მსურველების რიგი უდგას

ალესიო რომანიოლი ევროპული გრანდების სატრანსფერო სიაშია მოქცეული.მისი გაფორმება მადრიდის რეალს,ბარსელონას,პსჟ-ს,ლივერპულს და კიდევ რამდენიმე ინგლისურ გუნდს სურთ.

გავრცელებული ინფორმაციით,მას შემდეგ,რაც ლივერპულმა ნაპოლის კულიბალის ფასზე ვერ შეუთანხმდა,ინგლისელები რომანიოლის ტრანსფერზე გადაერთვნენ და მზად არიან,ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადონ.

მილანსა და მინო რაიოლას შორის მოლაპარაკებები კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ჯერ არ დაწყებულა და შესაძლოა,რომანიოლის შესაძენად უახლოესი სატრანსფერო ფანჯარა შესაბამისი პერიოდი გამოდგეს.

თავის მხრივ,მილანის კაპიტანმა უკვე დააფიქსირა,რომ როსონერიში დარჩენა უნდა,თუმცა შესაბამისი წინადადების შემთხვევაში,მილანი მის გაყიდვას განიხილავს.

Leave a Reply

Your email address will not be published.