Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომანიოლის მსურველების სია იზრდება

ალესიო რომანიოლის არც თუ ისე წარმატებული სეზონი ჰქონდა და იმის გამო, რომ მისი კონტრაქტი 2022 წელს იწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან, როსონერის კაპიტანმა შესაძლოა სეზონის ბოლოს გუნდი დატოვოს.

აქამდე მისი სახელი იუვენტუსს და ბარსელონას დაუკავშრეს, თუმცა რომანიოლის მსურველთა რიგი დღითი დღე იზრდება.

ესპანური გამოცემა Todofichajes-ის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელის გაფორმება, რომელსაც მილანი 25-30 მილიონად აფასებს, ტოტენჰემი, პსჟ და ლაციოც ინტერესდებიან.