Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომანიოლი:“ ათი კაცითაც კი, ჩვენ შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ“

მილანის კაპიტანმა ალესიო რომანიოლიმ ატლეტიკოსთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„შედეგის გამო იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ჩვენ სრულიად სხვა მიზანი გვქონდა და როგორც პირველ ნახევარ საათში გამოჩნდა, მისი მიღწევის შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ კესის გაძევებამ ყველაფერი შეცვალა.

„ჩვენ ძალიან სულელური გოლი გავუშვით, რის გამოც ძალიან ვწუხვართ, ჩვენი ქომაგები უფრო მეტს იმსახურებდნენ.

„მსაჯის გადაწყვეტილებები ? ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.“