Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომანიოლი არჩევანას იუვენტუსსა და მილანს შორის გააკეთებს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსსა და ალესიო რომანიოლის აგენტს მინო რაიოლას შორის იტალიელი ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

რომანიოლის მიმდინარე კონტრაქტი მილანთან სეზონის ბოლოს ეწურება და როსონერი მისი შენარჩუნების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ გუნდის კაპიტანთან ხელფასის შემცირება 3.5 მილიონამდე სურს.

იუვენტუსი კი თავის მხრივ მზად არის რომანიოლის 4.5-5 მილიონი ევრო გადაუხადოს. მინო რაიოლას იტალიაში უახლოეს პერიოდში ელოდებიან, სადაც ის გუნდებთან შეხვედრებს გამართავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, თუ სად სურს კარიერის გაგრძელება, თავად რომანიოლის მოუწევს.