რომანიოლი ახალ კონტრაქტთან ახლოს არის

სერია ა დღეს საღამოს განახლდება და მილანს თამაში რამდენიმე დღეში უწევს,თუმცა ამის მიუხედავად როსონერი მომდევნო სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო და უკანახაზელის,პიერ კალულუს გაფორმება უკვე მოასწრო.

სატრანსფერო მარკეტზე აქტიურობასთან ერთად,მილანი გუნდის ლიდერების შენარჩუნებას აპირებს და როსონერის კაპიტანს,ალესიო რომანიოლის ახალ კონტრაქტს სულ მალე გაუხანგრძლივებს.

რომანიოლის მიმდინარე კონტრაქტი მილანთან 2022 წლის ივნისში იწურება.მისი შეძენის სურვილი მადრიდის რეალმა და პსჟ-მ გამოთქვეს,თუმცა კაპიტანს გუნდში დარჩენა უნდა და მზად არის,იმაზე ორჯერ ნაკლებ ხელფასს დათანხმდეს,ვიდრე ამას ესპანური და ფრანგული გუნდები ჰპირდებოდნენ.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით,იტალიელი მცველი გუნდში 2025 წლამდე დარჩება მისი წლიური ანაზღაურება 3.5 მილიონი ევრო იქნება.ფეხბურთელის აგენტი – მინო რაიოლა და გუნდის მესვეურები ერთმანეთს მალე შეხვდებიან და ახალ კონტრაქტს გააფორმებენ.

Leave a Reply

Your email address will not be published.